ანეკდოტები
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.07
– გენადიე, კაცო, რაფერ გეიგე, რომ ცოლი გღალატობდა?
– რაფერ და ანეკდოტი მოვუყეავი და იმ აბდალამ კარადაში გადაიხარხარა.
* * *
დედა ეუბნება შვილს:
– კიდევ ერთხელ მიპასუხებ უხეშად და 64-ივე კბილს ჩაგიმტვრევ!
– 64 კი არა, 32 აქვს, – უპასუხა ქმარმა.
– ვიცოდი, რომ გამოხტებოდი და შენიც მივათვალე.
* * *
გენიალურად შენიშნეს: ჩვენს ქვეყანაში ფინანსებს განაგებენ ისინი, ვინც საკუთარ ფულს უცხოეთში ინახავენ; მედიცინას – ისინი, ვინც უცხოეთში მკურნალობენ, განათლებას – ისინი, რომელთა შვილები უცხოეთში სწავლობენ, კანონებს კი იღებენ ისინი, რომლებზეც ეს კანონები არ ვრცელდება.
* * *
ბავშვებო, სკოლაში კარგად ისწავლეთ, დაამთავრეთ უნივერსიტეტი, მიიღეთ პროფესია და ოროსანი, რომელიც თქვენს კლასში იყო, აუცილებლად მიგიღებთ სამსახურში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





