იუმორი

სადღეღამისო რესტორანი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 14:48

რევაზ ლაღიძე
დაკოპირებულია

ერთხელ, რევაზ ლაღიძე ცეკაში დაიბარეს, თანაც ღამით.

ოჯახი გულგახეთქილი ეკითხებოდა– რას გერჩიანო.

– არაფერი დამიშავებია და ალბათ, არაფერია ისეთიო, ამშვიდებდა.

მართალი გამოდგა, ცეკას ერთ–ერთ მაღალჩინოსანს „თბილისო” მოუსმენია რადიოში და გადაწყვიტა, კომპოზიტორისთვის პატივი ეცა.

დაჟინებით ითხოვდა თურმე.

– მითხარი რა გჭირდება და რა გაგიკეთოთო.

– არაფერი ბატონო, მადლობა, კარგად ვარო.

– არა, რაღაც მაინც იქნებაო!

– მართლა არაფერი მინდა და რა გითხრათო.

– ეგრე არ გამოვა, აუცილებლად უნდა გვითხრა რამე, რა გაგიკეთოთო.

ცოტა იფიქრა და:

– მაშინ, რაკი ეგრეა, თბილისში ერთი რესტორანი მაინც დატოვეთ, დილამდე რომ ღია იყოსო.

იმ დღიდან რესტორანი „დარიალი” სულ ღია იყო – დღე და ღამე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი