იუმორი

ჩერჩილის „შავი ნაგაზი“

№25

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჩერჩილი
დაკოპირებულია

უინსტონ ჩერჩილი არ მალავდა, რომ დეპრესიით იტანჯებოდა. მას თავის „შავ ნაგაზს“ უწოდებდა — ბნელ ჩრდილს, რომელიც ფეხდაფეხ დასდევდა მაშინაც კი, როცა ხელისუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა.

თუმცა ჩერჩილს ჰქონდა საკუთარი ხერხი, რათა ამ სიბნელეს იგი სრულად არ ჩაეყლაპა. ეს არ იყო ხმამაღალი სიტყვები ან პოლიტიკური გამარჯვებები. ეს იყო უბრალო ფიზიკური მოქმედება — აგური.

კენტის საგრაფოში, თავის მამულ ჩარტველში, ის საკუთარი ხელით აწყობდა დღეში დაახლოებით 200 აგურს. რიგი რიგზე, კედელი კედელზე. აშენებდა ბაღის კედლებს, სამეურნეო ნაგებობებს, ზოგჯერ მთლიან კონსტრუქციებსაც კი. მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შედეგი, არამედ თავად პროცესი.

მისი პრინციპი მარტივი იყო: დაეკავებინა ხელები, რათა გონებას მოესვენა. როდესაც მძიმე ფიქრები მოეძალებოდა — ხელში კალატოზის ნიჩაბს იღებდა. როცა შფოთვა აბორკებდა — ერთ აგურს დასვამდა. მერე კიდევ ერთს და კიდევ.

ამბობენ, ჩერჩილი იმდენად სერიოზულად ეკიდებოდა ამ საქმეს, რომ კალატოზთა პროფკავშირშიც კი გაწევრიანდა. წარმოიდგინეთ: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მშენებლის წევრობის ბარათით.

არსებობს ფრაზა, რომელსაც ხშირად მის გამოცდილებას უკავშირებენ: „დეპრესიას არ უყვარს ადამიანი, რომელიც მოძრაობას აგრძელებს.”

ზოგჯერ გზა სიბნელიდან იწყება არა დიდი გადაწყვეტილებით, არამედ პატარა მოქმედებით. გადადგა ნაბიჯი. შეასრულო მარტივი საქმე. დადო შენი „აგური“ დღეს. ხვალ კი — კიდევ ერთი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი