მასპინძლობა ქართულად
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.02
თბილისელ „გაიშნიკებს“ ფრუნზიკ მკრტიჩიანი „წითელ ხიდზე“ გაუჩერებიათ, რომელიც თბილისში გამართული სპექტაკლიდან ერევანში ბრუნდებოდა.
მსახიობი მანქანიდან გადმოსულა, რომ ავტოინსპექციის თანამშრომლებს დანახვებოდა, იმათ კი ისეთი სახეები მიუღიათ, ვითომ ვერ იცნეს და მართვის მოწმობა მოუთხოვიათ. საბუთში ჩაუხედავთ და გამოგვყევითო, – უთქვამთ. სხვა რა გზა ჰქონდა, ფრუნზიკაც გულის კანკალით გაჰყოლია. ავტოინსპექტორებს „დაკავებული“ ხიდის ქვეშ შეუყვანიათ და… პირდაპირ ქართულად გაშლილ სუფრის თავთან მიუყენებიათ, რომელსაც გარშემო ფრუნზიკას მეგობარი ქართველი მსახიობები შემოსხდომოდნენ რუსთაველის თეატრიდან. მსახიობები წამომხტარან, ოქროსფრად მოელვარე კახური ღვინით სავსე სასმისები აუწევიათ და სომხური „ოვ, სირუნ, სირუნ, ინჩუ მოტეცარ“ დაუმღერებიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან