იუმორი
მაჭანკალი საათი
№13
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.04

ანზორ ერქომაიშვილი ყვებოდა:
„ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, რომ მე და ტრისტან სიხარულიძემ სცენაზე ვიმღერეთ და ორივეს უზარმაზარი „ლუჩის“ საათი გვაჩუქეს. იმხელა იყო, რომ ფეხზეც შემოიკრავდი. სოფელში საათი ჩვენ გარდა არავის ჰქონდა და მთელი სოფელი ჩაის ფაბრიკის „გუდოკით“ იგებდა დროს, რომელიც დილის ცხრაზე, მერე კი სამსა და ექვს საათზე გუგუნებდა. მეზობლები ჩვენი საათების სანახავად მოდიოდნენ. ერთხელ ერთმა მეზობელმა მითხრა: ქალის დასანიშნად მივდივარ და მათხოვეო. საათიანი რომ ნახეს, იფიქრეს, მდიდარიაო და გაატანეს. ასეთ დღეში იყო ტრისტანიც და ნახევარი სოფელი ჩვენი საათებით გვყავს გამრავლებული“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან