იუმორი

გურიაში გასვენების დროს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 15.09, 2022 წელი

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

1. იმფერ შორ ადგილას უუღეს საფლავი, ორმოცი გზაში მუუსწრებს.

2. რაფერი ყვავილები გიყიდიენ ქალო, ათხუებთ ვინმეზე ამ კვტარს?

3. ზომა-ზომაზეო რომ ჩივით, მუუჭერს აი ტუფლები ახლა თუ?

4. აი ყბაი ნათხუარი ქონდა ამას თუ რეიზა უუკარით ასტე მოღრინკულად?

5. რამდენ რაცხას ატნევ, ქალო, მეორადების ბუტკას ხსნის აი ცხონებული იქინე?

6. რა ყაძახი წეგვექცაო რომ იძახიენ, მანამდე რავა, იდგა მაი გაჭირვებული თუ?

7. ადეი ზეთ ადეიიი... რაფერ არცაროის აფერი არ გეყურებოდა ნენააააა.

8. პაწე ნელა წაით, ბიჯო, იმფერი ყანყალობს მაი კვტარი არ შუუვარდეს ვინცხას ეზოში.

9. იმდენი ყვავილებია ზალაში კრუგებს ვის ურტყამ ვერ გეინკლოვ.

10. აფერი არ გიდგებოდა, შე უბედურო და მზეი მოგადგა აგერ მზეიიი.

11. ერთი კარგი კაცი გარდაიცვალა, საკმაოდ შეძლებული. უმზადებს ცოლი ჩასატანებელ ტანისამოსს. გადმოალაგა ერთი სპორტული „ადიდასი“, ერთი „პუმას“, ერთი „ნაიკის“. შვილიშვილი უყურებს და ეკითხება: ქეთო, ამ კაცს ზბორზე უშობ?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი