იუმორი
    
        
    
        
     
    
        
        
    
    
    
        
            
            
        
        
            
    
    
                
            გურიაში გაგონილი ნაირ-ნაირი ფრთიანი ფრაზები
№1
            ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.01, 2023 წელი
 
    „საშხუათაშორისოდ ვამბობ” - ისე უბრალოდ ვამბობ;
***
„იი ჰაიერის ქურდი რომაა” - დიდი ცხვირი რომ აქვს;
***
„კაი სამაჭრე ულვაში აქ” - სქელი და ფართე ულვაში აქვს;
***
„ჯიბიდან ფულის ამოღებას საცოხარი კბილის ამოღება ურჩევნია” - წუწკია;
***
„კაი მოწიფული ყვავის ხნისაა” - მოხუცია;
***
„ძაღლმა ფეხზე რომ უკბინოს ერთი საათის მერე იყვირებს” - ზანტია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
 
    





