იუმორი

ღვინოდ ქცეული წყალი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.07

კოტე მჟავია
დაკოპირებულია

კოტე მჟავია ყვება: 

„ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს მარანი ჰქონდა. საერთო მეგობარმა, ქუჩუკიჩმა „ქრისტეს მარანი“ შეარქვა. პატრონს ისე გაუხარდა, რომ ქუჩუკიჩს სუფრებს უშლის, აქეიფებს და პატივს სცემს. ერთ-ერთი ასეთი ქეიფის დროს მარნის პატრონმა ქუჩუკიჩს ჰკითხა: ბიძია, საიდან მოგივიდა აზრად, რომ „ქრისტეს მარანი“ დაარქვი ჩემს მარანსო? ქუჩუკიჩი მაგარი მთვრალი იყო და უპასუხა: ერთი ქრისტემ გადააქცია წყალი ღვინოდ და მეორე – შენო. ორმოცდაათი წელია, ყურძენი არ დაგიკრეფიათ და ღვინო არ გელევათო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული