იუმორი

გენიოსთა უცნაურობები

№43

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.11

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ვიქტორ ჰიუგო (1802-1885 წლები) რომ ემუშავა, საკუთარ თავს უკრძალავდა ქუჩაში გასვლას. ცდუნებისგან თავის დასაცავად, რათა თავის საყვარელ კაფეში მეგობრებთან არ დამჯდარიყო, მწერალი დროებით პარიკმახერად იქცეოდა და თვითონ იკრეჭდა თმასა და წვერს. ვარცხნილობა, რა თქმა უნდა, უშნო და უგვანო გამოსდიოდა. თმა რომ წამოზრდოდა, მინიმუმ, ერთი თვე იყო საჭირო. სწორედ ეს დრო იყო საკმარისი იმისთვის, რომ დღე და ღამე ემუშავა და დაემთავრებინა თავისი მორიგი ნაწარმოები.

ონორე დე ბალზაკი (1799-1850 წლები), ერთ-ორ თვეს ჩაიკეტებოდა ხოლმე სახლში, მჭიდროდ ხურავდა დარაბებს, რომ სინათლეს ვერ შეეღწია და სანთლის შუქზე, ხალათით შემოსილი ყოველდღიურად 18 საათის განმავლობაში წერდა. ამასთანავე, უყვარდა მაგიდასთან ფეხშიშველი ჯდომა და ფეხების ქვის იატაკზე დაწყობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა