იუმორი
გადარჩენის მიზეზი
№17
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 05.05

ერეკლე საღლიანი ჰყვება: „მდინარეში გადავარდა კაცი. ესაა ნენსკრა, ნახევარი სვანეთი რომ წალეკა. ენგურის შენაკადია და რომ ადიდდება, ენგურივით მოედინება. წყალში გადავარდნილი კაცი მდინარისკენ გადახრილი ხის ტოტს მოეჭიდა და გადარჩა. შეხვდა მეზობელი და ეუბნება:
– იცი, რატომ გადავარდი მდინარეში? იმიტომ რომ წუწურაქი ხარ. შარშან ხიდს რომ ვაკეთებდი და ფული უნდა მოგეცა, დაიმალე და არ მომეციო.
– როგორ არ მოგეცი, არ გახსოვს, სასადილოსთან რომ შეგხვდი, მაშინ მოგეციო.
მეზობელმა თავში ხელი შემოირტყა და უთხრა:
– უი, მეც არ გამიკვირდა, ეს კაცი რატომ გადარჩაო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
ახალი ნომერი - №25
20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...