იუმორი
    
        
    
        
     
    
        
        
    
    
    
        
            
            
        
        
            
    
    
                
            ბეჭდაუდებელი ფალავანი
№46
            ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.11, 2024 წელი
 
    ერთ უცხოელ ჟურნალისტს ლევან თედიაშვილისთვის უკითხავს: როდესმე თუ დამარცხებულხარო? როგორ არა, თანაც არაერთხელო – უპასუხია ლევანს.
მაშინ, იმ უცხოელს კითხვა შეუტრიალებია: ისეთ მოჭიდავეს თუ იცნობ, ერთი ბრძოლაც რომ არ წაუგიაო? კი, ვიცნობ, ეგეთი მამაჩემი ქიტესა იყოო – დაუფიქრებლად უთქვამს ლევანს. ჟურნალისტი შემცბარა, მამათქვენი ეგეთი მაგარი ყოფილა, მე კი მასზე არაფერი მსმენიაო. ლევანს ეშმაკურად ჩაუღიმია: მამაჩემს არასოდეს უჭიდავია და ამიტომაც არც არასოდეს წაუგიაო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
 
    





