ასეთია ცხოვრება!
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.03, 2023 წელი

როდესაც არ გვაქვს ფული - მოგვყავს ღორები,
როდესაც გვაქვს ფული - მოგვყავს ძაღლი,
როდესაც ხელმოკლედ ვართ - ვკმაყოფილდებით ველური ბალახეულით, რომლებსაც მთებში ვაგროვებთ,
როდესაც მსუყედ ვცხოვრობთ - ვუკვეთავთ ველური ბალახეულის კერძებს მდიდრულ რესტორნებში,
როდესაც ქესეტად ვართ - ვმოძრაობთ ველოსიპედით,
როდესაც ღარიბები ვართ - ვოცნებობთ ქორწინებაზე,
როდესაც ჯიბესავსედ ვართ - ტრენაჟორის პედლებს ვატრიალებთ საკუთარ მისაღებში,
როდესაც მდიდრები ვართ - ვოცნებობთ გაყრაზე,
როდესაც ფული ცოტაა - ცოლი მდივნად იწყებს მუშაობას,
როდესაც ფული გვიჩნდება - მდივანი მუშაობს ხოლმე „ცოლად”,
როდესაც ფული არ გვაქვს - ისე მოგვაქვს თავი, რომ თითქოს გვაქვს,
როდესაც ფული გვაქვს - ისე მოგვაქვს თავი, რომ თითქოს არ გვაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან