იუმორი

ანეკდოტები

№27

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.07, 2022 წელი

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

მიხოს ბავშვი შეეძინა. გადიოდა წლები და ხმას არ იღებდა. ხუთი წლის რომ გახდა, თქვა პირველი სიტყვა – პაპა. გაუხარდა მიხოს, მეორე დღეს მოუკვდა სიმამრი. ერთი კვირის მერე თქვა მეორე სიტყვა – ბებო. მეორე დღეს მოუკვდა სიდედრი. შემდეგ თქვა ძაღლი და მოკვდა ძაღლიც. გადაირია მიხო. ღმერთს შეევედრა: ღმერთო, გთხოვ მამა არ დაიძახოსო, მაგრამ ერთი კვირის მერე ბავშვმა თქვა მამა.

რაღა უნდა ექნა მიხოს, დაწერა ანდერძი, წაუქეიფა კარგად, წამოწვა ტახტზე და ელოდება სიკვდილს და ჩაეძინა. მეორე დღეს ცოლი აღვიძებს:

ადექი, კაცო, რას წამოგორებულხარ, ჩვენი მეზობელი მიტუა მომკვდარაო.

***

– სტაფილო გაქვთ?

– არა!

– კომბოსტო?

– ქალბატონო, ვერ ხედავთ, ტორტების მაღაზიაა?

– კარგი, მომეცით შოკოლადის ტორტი. ღმერთი ხომ ხედავს, დიეტაზე დაჯდომა მინდოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი