იუმორი
ანეკდოტები
№1
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 13.01, 2022 წელი
– უკაცრავად, ხურდა არ გვაქვს და ეს „მიკიმაუსიანი“ კევი აიღეთ.
– თქვენ მე ბავშვი ხომ არ გგონივართ? ტერმინატორიანი მომეცით!
***
გურულმა თქვა: მობილურის ეკრანზე ცოლის სურათი მაქვს დაყენებული. როცა ძალიან მიჭირს, დავხედავ ხოლმე და ვფიქრობ: ამას ვუძლებ და სხვა პრობლემა მომერევა მე?
***
ერთი დაქალი ესაუბრება მეორეს:
– რამდენი მორწმუნე დადის ქალაქში, გავგიჟდი...
– შენ რა იცი?
– საჭესთან რომ ვზივარ, წინ ვინც მხვდება, ყველა პირჯვარს იწერს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან