იუმორი
ანეკდოტები
№41
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.10, 2021 წელი
კაცი ყვავილების სალონში შედის და გამყიდველს სთხოვს:
– გეთაყვა, 100 ვარდი შემირჩიეთ ჩემი მეუღლისთვის.
– ღმერთო ჩემო, ასეთი რა დააშავეთ?! – ეკითხება აღშფოთებული გამყიდველი.
***
– ექიმი შემპირდა, ისე გიმკურნალებ, რომ ორ კვირაში შენი ფეხით ივლიო.
– მერე, შეასრულა პირობა, ხომ?
– როგორ არა, მკურნალობაში იმდენი გადამახდევინა, რომ მანქანა გავყიდე და სულ ფეხით დავდივარ.
***
გურულმა თქვა: ორივე მხარე რომ კმაყოფილია, აი, არჩევნები იყო თუ სექსიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან