იუმორი

ანეკდოტები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 22.03

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

– მარო, რა ხდება, რატომ ხარ ეგრე ჩაფიქრებული?

– რა ვიცი, გოგო, მიხოს რაღაც დაემართა. წიგნი ვიყიდე სათაურით – საწამლავები, უბრალოდ წასაკითხად. მას მერე სახლს ალაგებს, ჭურჭელს და სარეცხს რეცხავს და საჭმელსაც თვითონ ამზადებს.

* * *

ცოლ-ქმარი ლოგინში წევს. ცოლი ხსნის კროსვორდს და ეკითხება ქმარს:

– აბა, მითხარი, რა უნდა კაცს, როდესაც ულამაზეს ქალს უყურებს?

– ხაშლამა ან მწვადი არ ჩადის?

– არა, სიტყვა შედგება ხუთი ასოსგან და ბოლო ასოა „ი“.

– ბორში?

– არა, ბოლო სამი ასოა „ქსი“

– კექსი?

– ჯანდაბას შენი თავი, რით ვერ ამოივსე ეგ მუცელი, მიუგო გამწარებულმა ქალმა. მოისროლა კროსვორდი და გვერდზე გადაბრუნდა.

* * *

საცოლე სასიძოს ეკითხება:

– სვამ?

– არა.

– ეწევი?

– არა.

– ბანქოს თამაშობ?

– არა.

– ესე იგი, უარყოფითი თვისებები არ გაქვს?

– ერთი მაქვს, ტყუილი მიყვარს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა