იუმორი

ანეკდოტები

№42

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 26.10

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

ორი კაცი მიდის გზაზე. ერთს დიდი წვერი აქვს, მეორეს – პატარა.

– ჭიჭიკია, რატომ აქვს იმას ამხელა წვერიო?

– ცოლი მოუკვდაო.

– მეორეს პატარა წვერი რომ აქვს?

– ეგეც ხმარობდა ხანდახანო.

* * *

სამშობიაროში თითქმის ერთდროულად დაიბადნენ გურული, მეგრელი და შავკანიანი. ექიმებს აერიათ. გამოვიდნენ და მშობლებს უთხრეს:

– ბავშვები აგვერია, თქვენ თქვენი აარჩიეთ და წაიყვანეთო.

გურული შევარდება და შავკანიანს წაიყვანს. ეუბნებიან: ეგ შენი როგორ იქნება, ზანგიაო. გურულმა უპასუხა:

– მეგრელის წაყვანას, აი წავიყვანო, მირჩევნიაო.

* * *

იაპონიაში გამოიგონეს რობოტი, რომელიც ქურდებს იჭერს.

ამერიკაში 5 წუთში 7 ქურდი დაიჭირა.

იტალიაში – 5 წუთში 10 ქურდი.

საქართველოში 5 წუთში მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა