ანეკდოტები
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 25.08
ერთი ძალიან შეუხედავი ქალი მატარებელში ორ ულამაზეს ბავშვთან ერთად მგზავრობს. ამ დროს შევიდა მეგრელი. უყურებს და გაოცებული ეკითხება:
თქვენია ეს ბავშვები, ქალბატონო?
დიახ, – პასუხობს ქალი.
– ორივე?
კი, ბატონო, ორივე.
– კი მაგრამ, ვინ მო... ორჯერ, ქალბატონო?
* * *
მსუქანი კაცი დიეტოლოგთან მივიდა.
– სწრაფი მეთოდით დაკლება მინდა, ექიმო.
ექიმმა შინ გაუშვა და მეორე დღეს ულამაზესი გოგო გაუგზავნა წარწერით:
– დამიჭირე და შენი ვარ!
სდია მსუქანმა 5 დღე და 10 კილო დაიკლო.
გახარებული მივიდა ექიმთან:
– ძალიან მომწონს ეს მეთოდი და ახლა ისეთი ვინმე გამომიგზავნე, მაგ დროში 20 კილო რომ დავიკლოო.
მეორე დღეს მსუქანს სახლში უშველებელი მამაკაცი ეწვია, მკერდზე წარწერით:
– დაგიჭერ? ჩემი ხარ!
* * *
ემიგრანტის ბედი დაიწვეს: 90 წლის ქალს ვუვლი და მეუბნება, შენ რომ მოკვდები, მე რა მეშველებაო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან