იუმორი

ანეკდოტები

№31

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.08, 2024 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

მიცვალებულები ქეიფობენ. ერთი მიცვალებული მოვა, აიღებს ერთ-ერთის ჭიქას, დალევს და გაქრება. ამ ფაქტით გაბრაზებული სუფრის წევრები თამადას მიუბრუნდებიან:

– ვინაა, რა მასხარად გვიგდებს, ან დაჯდეს, სადღეგრძელო თქვას, ან, საერთოდ, ნუღარ მოუშვებ.

მეათე მოსვლაზე თამადამ წაავლო ხელი:

– ვინ ხარ, რას გვეკაიფები? ან დაჯექი, იქეიფე, ან საერთოდ არ მოხვიდე!

– გამიშვი თუ ჩემი ძმა ხარ, რეანიმაციაში ვწევარ, ხან მყოფნის ჟანგბადი, ხან არა.

* * *

– სიდედრი გყავს? ეკითხება პარიკმახერი კლიენტს.

– კი, მყავს.

ცოტა ხნის მერე ისევ:

– სიდედრი გყავს?

– ხომ გითხარი, კი მყავს.

რამდენიმე წუთში:

– სიდედრი გყავს?!

– შენ რა, დაყრუვდი?! ხომ გითხარი მყავს–მეთქი?!

– არა, უბრალოდ, სიდედრის ხსენებაზე თმა ყალყზე გიდგება და იოლად გკრეჭ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა