იუმორი

ანეკდოტები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 07.07

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

მიხო კვდება, ლოგინში წევს და მძიმედ სუნთქავს. უცებ ხაშლამის მადის აღმძვრელი სუნი ეცა. ძლივს, მძიმედ გაახილა თვალი და შვილს ეძახის:

- გოგიავ, ჯოუ...

- ჰაა, მამიი!

- ერთი ნაჭერი ხაშლამა მამიტა, სიკვდილიწინა ბოლოჯერ გავიგდო ყბაშია...

გოგია გავიდა. ორიოდ წუთში ბრუნდება და ეუბნება:

- ბაბომა - არაო! ქელეხითვინააოო!

* * *

გურულს ექიმმა შარდის ანალიზის მოტანა დაავალა.

გურულმა იფიქრა:

- გასინჯვით ვერაფერი გეიგო, ანალიზით რას გეიგებს აი აბდალიო და თავის შარდს დაამატა ცოლის, ქალიშვილის და ვაჟიშვილის შარდი. მერე ცოტა ბენზინი შეურია მანქანიდან.

პასუხი მეორე დღეს მიიღო:

- „შენ პროსტატა გაწუხებს,

შენს ცოლს შაქარი აქვს,

გოგო თედოიას საყვარელია,

ბიჭს ტრიპერი აქვს,

მანქანას „კლადიშები“ გამოუცვალე!”

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა