იუმორი

ანეკდოტები

№20

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.05

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

ცოლის მოყვანა ცუდის ნიშანია – უფულობა იცის!

* * *

ავტობუსში ცოლი ქმარს წაეჩხუბა:

– მექალთანე ხარ! სექსით გაუმაძღარი ბუღა, არცერთ კაბიანს ნაწყენს არ გაუშვებ!

გვერდით მდგომი ქალი დაინტერესდა:

– უკაცრავად, ქალბატონო, ვერ გავიგე, თქვენ მეუღლეს ლანძღავთ თუ აპიარებთ?

* * *

ერთ სკოლაში განათლების განყოფილებიდან სტუმარი მივიდა და მეათეკლასელებს ეკითხება:

– ვინ დაწერა „ვეფხისტყაოსანი“?

– მე არა, მასწ... – ერთმა მოსწავლემ.

– აუ, ჩემი, ახლა ამასაც მე დამაბრალებენ... – ჩაილაპარაკა მეორემ.

– ჩემი ბავშვები მაგას არ იზამდნენო – დამრიგებელმა.

– გავარკვევთ და მოგახსენებთო, – სკოლის დირექტორმა.

დამსწრე სკოლიდან აღშფოთებული გარბის, უბნის რწმუნებულმა გააჩერა და მიზეზი ჰკითხა.

– შენ მითხარი, ვისზე გაქვს ეჭვი და დედას ვუტირებო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული