ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№1

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 12.01, 2023 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 25 იანვარს, დილის 6-7 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გამიმართლებს და რომელ უცხო ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება ისეთი თვისებების წინ წამოწევას, როგორიცაა: ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. უნდა ისწავლოთ დამოუკიდებლად მოქმედება. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყავით მაქსიმალისტი, ერთგული, მოწესრიგებული. ამავდროულად, უნდა შეგეძლოთ ინიციატივის გამოვლენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. პატივი ეცით ტრადიციებს და იერარქიულ სისტემას. ეს თქვენი კოსმიური მისია და წარმატების მომტანია ცხოვრებაში. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების საწინდარი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, მედიცინა, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საათების ბიზნესი, უშიშროების სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია. უცხოეთიდან კი თქვენთვის მისაღები ქვეყნებია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ინდოეთი, ბოლივია, რუსეთიდან – მხოლოდ ციმბირის მხარე, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ტიბეტი, სირია, გერმანია, ბელგია, ალბანეთი, თურქმენეთი, მაკედონია, იაპონია, ხორვატია, ესპანეთიდან – ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი