ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№32

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 18.08

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 23 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 5-ის ნახევრიდან 6-ის ნახევრამდე. ვაპირებ უცხოეთში გამგზავრებას და გთხოვთ მითხრათ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის კარგი და წარმატების მომტანი.

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა არც ცუდია. დიდი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ყაზახეთი, ლაოსი, მალაიზია, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, გერმანიის ბავარიის მხარე, უნგრეთი, კუბა და მექსიკა.

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 11 ივლისს, საღამოს 10 საათსა და 30 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიებია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პრესა, ტელევიზია, რადიო, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 13 მარტს, დილის 5 საათსა და 40 წუთზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, დაეყრდნოთ სტაბილურ ურთიერთობებს ნებისმიერ სფეროში, ასევე, ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზას და კეთილშობილებას. იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი. მეტი სერიოზულობით მიუდექით საქმეს. გამოავლინეთ პასუხისმგებლობა. იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ეკონომიურად მხარჯველი. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოლიტიკა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინოები, რესტორნები, ლატარიები და ასე შემდეგ. ასევე, სამასაჟო საქმე, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი