ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№17

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.05, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 1 მაისს, ღამის 4-დან 5 საათამდე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სამეცნიერო კვლევა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი. ყველა ამ სფეროში წარმატებები გელით.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 3 დეკემბერს, დილის 9 საათსა და 15 წუთზე. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელი ქვეყანაა ჩემთვის უმჯობესი?

პასუხი: თქვენი კოსმიური და კარმული მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ამიტომ, გარკვეული დროით იქ ცხოვრება, სწავლა და გამოცდილების დაგროვება თქვენს სამშობლოში წარმატებების მომტანი იქნება. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი. არ არის სასურველი ურთიერთობა რუსეთთან, პოლონეთთან, ჩილესთან, ნიკარაგუასთან, კოლუმბიასთან, ეგვიპტესთან, სამხრეთ აფრიკასთან, სლოვაკეთთან, ახალ ზელანდიასთან. დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობა საშუალოა. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ესენია: სპორტი, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, ასევე, არატრადიციული მედიცინა. აგრეთვე კარგია, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო სფერო, მაკონტროლებელი ორგანოები – კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი მაღალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი