ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.01, 2022 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2009 წლის 11 აგვისტოს, დილის საათებში. რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია, რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას ურჩევთ და რომელი უცხოეთის ქვეყნებია მისთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: ქვებიდან მისთვის კარგია ზურმუხტი, ოქროსფერი ტოპაზი, აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ძოწი, აქატი და მალაქიტი, მწვანე და წითელი იასპი. გადამწყვეტ ეტაპებზე – ოპალი. ასევე კარგია მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, მინდა გითხრათ, რომ უცხოეთი მისი კარმული მისია არ არის. თუმცა, არც ეკრძალება, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი უფრო მეტად წარმატებულია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, ნორვეგია, რუსეთი, ოღონდ, ციმბირის მხარის გამოკლებით, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია და ფინეთი. მოერიდოს ისეთ ქვეყნებში წასვლას და ურთიერთობას, როგორიცაა ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ბოლივია, სირია, გერმანიიდან – საქსონიის მხარე, ყირგიზეთი, ალბანეთი, მაკედონია. დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობა საშუალოა. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, ის უნდა იყოს თავისუფლებისმოყვარე, პატივს სცემდეს სხვის დამოუკიდებლობას, დაუტოვოს სხვებს თავისუფალი არჩევანის უფლება, იმავდროულად, დაეყრდნოს დიპლომატიურობას, ინტუიციას, სადაც საჭიროა, უნდა გამოიყენოს სპონტანური იმპროვიზაცია, თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედებები. გამოავლინოს კეთილშობილება, დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კომუნიკაბელობას, ცოდნის ბაზას, შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება. ამ თვისებების კომბინაცია ხელს შეუწყობს მისი კოსმიური მისიის შესრულებას და წარმატებაშიც დაეხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი