ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ უნდა დააკვირდეთ ცხოვრების რომელ ეტაპს გადიხართ

№24

ავტორი: ნონა დათეშიძე 12:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ნებისმიერი ადამიანი უნდა დააკვირდეს, ცხოვრების რომელ ეტაპს გადის, როდის უნდა იყოს მეტად ფრთხილი და წინდახედული, როდის გაუმართლებს და რა უნდა გაითვალისწინოს, რომ იღბლიანი იყოს. ზოგადად, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, ისე მართოს საკუთარი ცხოვრება, რომ მოვლენები თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს.

ცუდისგან რომ გათავისუფლდეთ და სამომავლოდ ბედნიერება დაიბედოთ, უნდა გაითვალისწინოთ ასტროლოგიური რჩევები, რითაც საკუთარ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს, სახალისოს, ბედნიერსა და წარმატებულს გახდით.

ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ავგაროზებზე. ავგაროზი კი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს. თუ მას დადებითი ენერგიით დამუხტავთ, ის კოსმიურ პროგრამირებასთან, ანუ ბედისწერასთან დაგაკავშირებთ. დღეს უამრავი ავგაროზი იყიდება, რომელსაც აწერია, რისთვის უნდა ატაროს ადამიანმა, მაგალითად: ბედის გასახსნელად, სიყვარულის საპოვნელად, ოჯახის გასამყარებლად, მატერიალური კეთილდღეობისთვის თუ კარიერის მოსაწყობად. ასეთი ავგაროზის ტარებას არ გირჩევთ. იმიტომ რომ, არასწორად შერჩეული ავგაროზი არღვევს კავშირს ბედისწერასთან და მისი გავლენა შესაძლოა, უკიდურესად ნეგატიურიც კი აღმოჩნდეს.

უცხოეთის ბევრ ქვეყანაში, ადამიანები ყოველ წელს ახალ ავგაროზს ყიდულობენ და მთელი წლის განმავლობაში ამით წარმატებებს იბევებენ. ადამიანი, რომელიც ავგაროზს ატარებს, თავისთავად, საკუთარი ენერგიით მუხტავს. ის კი გადასცემს ინფორმაციას მოსალოდნელი არასასურველი მომენტების შესახებ, რომელიც მისი ქვეცნობიერისთვის კოსმიური პროგრამების საშუალებითაა ცნობილი. ავგაროზსა და ადამიანის ბედისწერას შორის, უდიდესი კავშირია. ასე რომ, ავგაროზი მუდამ თან უნდა გქონდეთ, უნდა ეხებოდეთ, ხედავდეთ, გრძნობდეთ.

ავგაროზი, რომელიც წარმატებების მომტანია ერთი პიროვნებისთვის, შესაძლოა, მეორისთვის სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ამიტომ, სხვისი ავგაროზი თქვენ არ გამოგადგებათ. ის, ინდივიდუალურია და ყველას თავისი უნდა ჰქონდეს. ავგაროზმა რომ მთელი წლის განმავლობაში წარმატება და ბედნიერება მოგიტანოთ, მისი, შერჩევისას დააკვირდით ფორმას. გირჩევთ გლუვი იყოს და მახვილი კუთხეები არ ჰქონდეს. მახვილი კუთხეები ხელს უწყობს ნივთიდან ენერგიის გამოდინებას. აუცილებელია რომ ავგაროზი, როგორც ნივთი, ძალიან მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება, შეხება და ტარება. ასე მყარდება ენერგეტიკული კავშირი ნივთსა და თქვენ შორის.

ავგაროზის დამუხტვის ყველაზე კარგი საშუალებაა, ის ეხებოდეს სხეულს. ამიტომ, უმჯობესია, გულზე დაიკიდოთ.

მნიშვნელობა აქვს ავგაროზის ფერსაც. მაგალითად, წითელი, თეთრი და შავი ფერები გათვალვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ცისფერი სიმშვიდის, სასიამოვნო ცვლილებებისა და სასიყვარულო კუთხით ბედნიერების მომტანია. მოერიდეთ ყვითელი ფერის ავგაროზის ტარებას.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები. ეს კარმული ჩავარდნისა და აღმავლობის ეტაპებია. სწორედ ამ დროს გეხმარებათ ავგაროზის ტარება. ამ პერიოდებში კარგად უნდა გაიაზროთ ყოველი ქცევა და თითოეული სიტყვა, რათა პროგრამაში უარყოფითი კოდი არ ჩადოთ. კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანს უჩნდება სურვილი, გამუდმებით იწუწუნოს ბედზე. ეს გაუაზრებლად ხდება და ასეთი საქციელით ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ ბედ-იღბალს.

კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანებს ძალიან შველის სპეციალური ავგაროზის ტარება. მაგალითად, ამ დროს კარგია ტანსაცმელზე პლატინისგან დამზადებული ქინძისთავის ტარება, რომელზეც თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის სასურველი ასტროლოგიური ქვაა დამაგრებული. მთავარია, ის რწმენით ატაროთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი