ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№45

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 18.11, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2015 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით, დილის 10 საათიდან 12 საათამდე. რომელ სფეროში მიაღწევს წარმატებას და სპორტის რომელ სახეობაში იქნება წარმატებული?

პასუხი: თქვენი შვილისთვის სპორტი საშუალოა, ანუ არც დიდი წარმატებების მომტანი და არც ცუდი. თუმცა, ჯანმრთელობის გაკაჟებისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის – აუცილებელი. კარგია თუ ბედს სცდის ცურვაში, კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში ან ჩოგბურთში. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი