ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№34

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 02.09, 2021 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 14 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად?

პასუხი: წარმატების მისაღწევად აუცილებელია, შეასრულოთ თქვენი კარმული მისია. კერძოდ, იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, პუნქტუალური. მეტად გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების იმედი, შეძელით ინიციატივის აღება, გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები წამოსწიეთ წინა პლანზე. ამასთანავე, დაეყრდენით ინტუიციას, დაიცავით საიდუმლო. ამით თქვენ სწორ ევოლუციურ გზაზე დგებით, ასრულებთ კარმულ მისიას და იმარჯვებთ კიდეც. გეტყვით იმასაც, რომ აუცილებელია, დაასტაბილუროთ საოჯახო და სანათესავო წრე. უნდა ემსახუროთ სამშობლოს, დაიცვათ ადათ-წესები, იყოთ პატრიოტი, ტრადიციების დამცველი. ასე რომ, თქვენი სამყოფელი არის სამშობლო და მისი სამსახური.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი