ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№28

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.07, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 15 მაისს, დილის 6 საათსა და 5 წუთზე. რომელი პროფესიებია მისთვის სასურველი და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული ურთიერთობა პირად ცხოვრებაში?

პასუხი: მისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორები არიან: ლომის, ვერძის, კირჩხიბის, თევზების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მერწყულებთან, რადგან მათთან მეტი სირთულეებია მოსალოდნელი. პროფესიებიდან კი მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით კი – თეატრალური სფერო, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო ბიზნესი, სამასაჟო საქმე, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია. ასევე, ანტიკვარიატთან, სალომბარდო სფეროებთან ურთიერთობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინო, ლატარია, რესტორნები; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, მშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 20 ივლისს, დილის 5 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. მაქსიმალურად დაისტაბილურეთ ცხოვრება. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმს და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენთვის მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი მხარე, ბულგარეთი, ისრაელი, ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი