ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№44

ავტორი: „თბილისელები“ 6 წუთის წინ

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2007 წლის 16 აგვისტოს, დილის 6 საათსა და 20 წუთზე. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი, რა არის მისი კარმული მისია და რა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება?

პასუხი: დაავადებების მხრივ, მისთვის მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა. რაც შეეხება მის კარმულ-კოსმიურ მისიას: მან მეტად უნდა გამოავლინოს ხასიათში დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა იყოს პასუხისმგებლიანი მუშაკი. არ უნდა იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს და არჩევნის უფლება სხვებსაც დაუტოვოს. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და განაპირობებს მის ცხოვრებისეულ წარმატებებს.

კითხვა: როგორ წარიმართება 1999 წლის 7 ივნისს დაბადებული მამაკაცის და 2005 წლის 8 მაისს დაბადებული ქალის ურთიერთობა. შესაძლებელია თუ არა მათი დაქორწინება და რა უნდა დათმოს თითოეულმა მათგანმა ერთმანეთისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნან?

პასუხი: წლის მიხედვით, მათ შორის შეთავსება ნამდვილად კარგია. თვის მიხედვით კი ცოტა რთულადაა საქმე. ორივემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოჯახი ცოტა სხვა კრიტერიუმებთან და ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, თუ ერთმანეთს არ დაუთმობენ, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ეს ორივე ნიშანი გარკვეულწილად ჯიუტია. თუ კომპრომისებზე არ წავლენ, ურთიერთობა არ იქნება სტაბილური, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორივემ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი