კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 57 წუთის წინ
ორშაბათი
ნუ მოადუნებთ ყურადღებას. არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა. კარგია უცხოელებთან ურთიერთობა, მგზავრობა, სპორტული ღონისძიებები. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ქარვა, საფირონი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორილებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ფინანსურ და გაცვლით ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ქორწინებას. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლები, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.
პოზიტიური დღეა: თევზებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ოთხშაბათი
კარგია პარტნიორული ურთიერთობა, კონტრაქტის გაფორმება, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, ექიმთან კონსულტაცია. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ქორწინებას, ახალ კავშირებს. ატარეთ ნაცრისფერი, ყავისფერი, ბეჟი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ძვლები, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
მაღალია მოტყუების ალბათობა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს, ქორწინებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია ექიმთან კონსულტაცია, სამეცნიერო კვლევა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ნაცრისფერი, ბეჟი, მწვანე, წითელი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი ,აქატი, აკვამარინი, საფირონი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლები ,ხერხემალი, სახსრები, მუხლები ,თვალები, ვენები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური. კარგია კონტაქტები, ახალი საქმის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სახლის მშენებლობა. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, საფირონი, ძოწი, ცირკონი ან ლაბრადორი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
შაბათი
ნუ მოადუნებთ ყურადღებას. კარმული გამოცდის დღეა. მოერიდეთ გადაღლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია სარემონტო სამუშაოები, ტექნიკის შეძენა, ადგილსამყოფელის შეცვლა, სახლის მშენებლობა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ცისფერი, წითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ციტრონი, ცირკონი ან ამაზონიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდდება თვალები ,ვენები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
კვირა
აკონტროლეთ ემოცია. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ სესხის აღებას ან გაცემას, საიდუმლო საქმეებს. კარგია ქორწინება, უცხოელებთან კონტაქტი, შემოქმედებითი მუშაობა, მგზავრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე, ლურჯი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გიაცინტი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, თვალები, ლიმფური და ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




