ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 1-7 ივნისი

№22

ავტორი: „თბილისელები“ 10:01

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

შემოსავლების არასტაბილურობა თქვენი განწყობის ცვალებადობის მიზეზი გახდება. ბევრი გადაადგილებები დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო აღმოჩნდება. ნუ აჩქარდებით ახალი საქმის ან ახალი სასიყვარულო კავშირის დაწყებისას.

კურო ♉

გაგიადვილდებათ დამატებითი შემოსავლის მიღება. სასიყვარულო თუ საოჯახო ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები, რაც გადაღლილობის შეგრძნებას მოგიტანთ. კარგი დროა, დასასვენებლად გასამგზავრებლად.

ტყუპები ♊

სასიკეთო პერიოდია, როგორც პირადი ცხოვრებისათვის, ისე კარიერისთვის. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები სჯობს გადადოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრები იშვიათი იქნება, თუმცა ეს ვერაფერს დააკლებს თქვენს ურთიერთობას.

კირჩხიბი ♋

სწრაფად იმოქმედებთ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობები, სხვების განსჯის საკითხი შეიძლება გახდეს. გადაადგილებების და შეხვედრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

ლომი ♌

ინტუიციაზე დაყრდნობით ადვილად გაერკვევით ყველა დეტალში. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული სასიყვარულო ურთიერთობა, პრობლემების მიუხედავად, დიდ სიამოვნებას მოგიტანთ და შესაძლოა მთელ ცხოვრებას გაგრძელდეს. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.

ქალწული ♍

საქმიან სფეროში წამოწყებები ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით. ერიდეთ ალკოჰოლსა და ფსიქოტროპულ პრეპარატებს. ეს ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს.

სასწორი ♎

ბევრი გადაადგილება გელით, სადაც აუცილებელია მეტი სიფრთხილე. კარგია ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მიღება, ახალი პროექტების დამუშავება და დაგეგმვა, თუმცა ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არაა. მეტი ყურადღება გმართებთ პირად ურთიერთობებში.

მორიელი ♏

ენერგიულ განწყობაზე იქნებით და თქვენს წინაშე ბევრი ახალი პერსპექტივა გადაიშლება. შეინარჩუნეთ კარგი დამოკიდებულება საქმიან ურთიერთობებში. კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისათვის, მით უმეტეს, თუ ამას საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმავთ.

მშვილდოსანი ♐

ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას. კარგი დროა მოგზაურობისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. მოზღვავებული ენერგია და კარგი განწყობა, თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას დაუვიწყარს გახდის.

თხის რქა ♑

გადაუდებელი საქმეების შესრულება მოგიწევთ. რომანტიულ ურთიერთობებში შესაძლოა მოისურვოთ უჩვეულო გამოცდილების მიღება, რაც თქვენი ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს.

მერწყული ♒

გაიზრდება ენერგოპოტენციალი. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება. ახალი შთაბეჭდილებების სურვილის გამო, შესაძლოა ბევრი დრო გაატაროთ გადაადგილებებსა და ურთიერთობებში.

თევზები ♓

ახალი საქმეების დაწყებისას, ყველა წვრილმანი გათვალეთ. სტაბილური შემოსავალი დაგაფიქრებთ სახლის კეთილმოწყობაზე. სასიყვარულო სფეროში დროულად გადადგმული ნაბიჯი პოზიციების გამყარებასა და საწადელის მიღწევას შეუწყობს ხელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი