როგორ ბლოკავს ადამიანი საკუთარ წარმატებას
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:51
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავის თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და მატერიალურად უზრუნველყოფილი – აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს და არასდროს თქვათ უარი იმაზე, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ. იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, იმოქმედეთ და უქმად არ დაკარგოთ ის დღე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. წარუმატებელი და უიღბლო ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, საკუთარ წარმატებას თავადვე რომ ბლოკავენ.
წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობაა. ბევრმა არ იცის, რა კავშირშია ადამიანის ენერგეტიკული ველი წარუმატებლობასთან. რასაკვირველია, ადამიანის უიღბლობა, ნაწილობრივ, ზეციური ძალების სასჯელიცაა. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. თითოეული არასწორი სიტყვით, ქმედებით თუ აზრით, საკუთარ ენერგეტიკულ ველს აზიანებთ. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს წარუმატებლობას პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში. როცა ვინმეს მიმართ ზიზღს გამოხატავთ, გშურთ და ბოღმა გაწვებათ, სამყაროში უარყოფით იმპულსებს უშვებთ და ის იმპულსები ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ. ეს იგივეა, კოსმიურ ძალებს საკუთარი ბედი დააწყევლინოთ. არასწორი ქმედებით, სხვების მიმართ შურითა და ბოღმით თქვენ აბინძურებთ საკუთარი მომავლის ენერგეტიკულ კოდს და გაუცნობიერებლად ბლოკავთ წარმატებისა და მოგების შანსებს. არსებობს გარკვეული პერიოდები, როცა ეს შანსი საკმაოდ მაღალია და ერთმა სამყაროში გაუაზრებლად გაშვებულმა ფიქრმაც კი შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულება თითოეული სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ, გაცნობიერებულ საქციელზე.
ადამიანები, აწმყოში ჩადენილი საქციელით ჩვენსავე მომავალს განვსაზღვრავთ. გაბრაზებულ გულზე ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი, შესაძლოა, გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს.
ასევე, ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რამე ცუდი მოხდა მის ცხოვრებაში და გაიაზროს, როგორ განწყობაზე იყო იმ კონკრეტულ, დღეს: გაბრაზებულმა ხომ არ უსურვა სხვას ცუდი, ხომ არ დაიწუწუნა ბედზე და ასე შემდეგ. თუ ხვდებით, რომ კონკრეტული კვირის დღეს ან რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, გიწევთ ჩხუბი, იქმნება პრობლემები, წინაღობები და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დააკვირდეთ თქვენს საქციელსა და სიტყვებს. ყველას თავისი თარსი, ნეგატიური რიცხვი და დღე აქვს. ამ დღეებსა და რიცხვებს უნდა მოერიდოთ. ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ ემოცია და ქცევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



