რისი გავლენით შეძლებენ აპრილში ადამიანები იდეების წარმატებით გამოყენებას და რა ენერგიების მატარებელია გაზაფხულის შუა თვე
ავტორი: ნონა დათეშიძე 13:34 06.04
გაზაფხულის პირველი თვე მიიწურა და დადგა ამ სეზონის შუა დეკადა – აპრილი. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, ამ პერიოდში, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ენერგიული და შემოქმედებითი რესტრუქტურიზაცია იმპულსურად მოხდება. ხოლო, თუ გაინტრესებთ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის როგორი ტენდენციისა და რა ენერგეტიკის იქნება აპრილი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო მიხეილ, რა მოვლენები შეიძლება, განვითარდეს გაზაფხულის შუა პერიოდში, როგორი ტენდენცია და ენერგეტიკა გვექნება აპრილში?
– აპრილი საკმაოდ პოზიტიური პერიოდია. თვის დასაწყისში, 6 აპრილს, მზისა და იუპიტერის კვადრატის გავლენით, პლანეტა მარსის ვერძის ზოდიაქოში შესვლით, რომელიც მოხდება 9 აპრილს 23:37 საათზე, ასევე, პლანეტა მერკურის ნეპტუნთან შეერთების ფორმირებით (ზუსტი ასპექტი 17 აპრილს), სიტუაცია ცოტა გართულდება, თუმცა, ეს დროებითია. აპრილის ენერგიები ბევრს ზედმეტ დინამიკას მისცემს და არასტაბილურს გახდის. 2 აპრილს სავსემთვარეობაც აქტივობას შემატებს. ცვლილებების წყურვილი და ნებისმიერი წამოწყება, რომელიც 2-17 აპრილის პერიოდში გაგრძელდება, პლანეტების მერკურისა და ნეპტუნის შეერთება გააძლიერებს. ამ პერიოდში ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ენერგიული და შემოქმედებითი რესტრუქტურიზაცია იმპულსურად მოხდება.
– როგორ იმოქმედებს ეს პერიოდი საქმიან ადამიანებზე და ზოგადად, როდის სჯობს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება, რომ შედეგი პოზიტიური და დადებითი იყოს?
– 15 აპრილს პლანეტა მერკური ვერძში 07:23 საათზე შევა, რაც ადამიანებს აიძულებს, ნაჩქარევად, მაგრამ მშვიდად გადაჭრან რთული პრობლემები. უმჯობესია, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები 17 აპრილის ახალმთვარეობამდე ან 21-24 პერიოდში დაგეგმოთ. ზოგადად, აპრილის კლებადი მთვარის ენერგიებით, დედამიწის ბიოსფეროს ჰარმონიული გავლენის წყალობით, ბევრი ადამიანი წარმატებით შეძლებს თავისი იდეების გამოყენებას, ადრე დაწყებული პროექტების გაგრძელებას. ეს საუკეთესო დროა, სტაბილური საქმიანი და შემოქმედებითი კავშირების შესაქმნელად.
– როგორი პერიოდია გაზაფხულის შუა დეკადა კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის და რის გათვალისწინებას გვირჩევთ?
– აპრილი ვერძისთვის ენერგიის განახლების, ახალი იდეებისა და სურვილებისთვის დინამიკური თვეა. 8-დან 25 აპრილამდე პერიოდი ვერძს კარგ ფინანსებს მოუტანს, თვის ბოლოს კი წარმატებები თავბრუს დაახვევს. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. არ გირჩევთ ახალ სამსახურში გადასვლას.
კუროებისთვის აპრილი ყველაზე დისჰარმონიული თვეა, რადგან ჯანმრთელობა და ენერგია სუსტდება. მოსალოდნელია უთანხმოება საყვარელ ადამიანთან. არ ვარგა ეს დრო ქორწინებისთვის, კონტრაქტის დასადებად, მოგზაურობისთვის. თუმცა, თვის შუა დეკადაში ენერგია აღდგება და საქმეები სწრაფად განვითარდება. მაქსიმალურად ერიდეთ კონფლიქტებს.
აპრილი ტყუპებისთვის დინამიკური და პოზიტიური პერიოდია. პირველ ათდღიან მონაკვეთში შესაძლოა, ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდეს, რაც გამოწვეული იქნება ფინანსური წინააღმდეგობით. 8-დან 25-ამდე პერიოდი ფინანსურად საკმაოდ მომგებიანია. მოსალოდნელია ფარული სასიყვარულო რომანებიც. კირჩხიბისთვის აპრილი საინტერესო თვეა, თუმცა თვის პირველი ნახევარში ყურადღებას მოითხოვს ჯანმრთელობა. თვის შუა პერიოდი შედარებით მშვიდი იქნება, გაუმჯობესდება პირადი ცხოვრება, მოსალოდნელია კარიერული წარმატება. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის.
აპრილში ლომი აქტივობის პიკზე იქნება. ბევრ რამეს გაუმკლავდება და დატკბება გამარჯვებით. 10-დან 25 აპრილამდე პერიოდი კარგია სამოგზაუროდ. თვის ბოლოს კი შესაძლოა, ფინანსურმა პრობლემამ იჩინოს თავი, რაც ცუდად იმოქმდებს ლომის განწყობასა და ფსიქიკაზე.
აპრილის თვე ქალწულისთვის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის, განახლებისა და შინაგანი „ინვენტარიზაციის“ ჩატარების აუცილებლობის პერიოდი იქნება. ნებისმიერი ძალისხმევა მომავალში წარმატებას მოიტანს. თვის ბოლოს ენერგეტიკა გაიზრდება და შეძლებს მტკიცედ დაიცვას თავისი ინტერესები.
სასწორი აპრილის თვეში დამოკიდებული იქნება პარტნიორებზე როგორც კარიერაში, ისე პირადში. დინამიკური პერიოდია, იგრძნობთ გაზრდილ პოტენციალს, მიაღწევთ მიზანს. წარმატებული აღმოჩნდება თვის ბოლოს წარმოებული მოლაპარაკებები.
აპრილის პირველი დეკადა მორიელებისთვის არახელსაყრელია. თვის შუა დეკადაში სიტუაცია გამოსწორებას დაიწყებს. თვის ბოლოს კი მოსალოდნელია ფინანსური გამარჯვებები, შემოსავლის ზრდა. არ გირჩევთ კონტრაქტის დადებას.
აპრილი მშვილდოსნებითვის დადებითი პერიოდია. შეძლებთ საკუთარი თავის სრულიად გამოხატვას, შეხვედრები საინტერესოდ ჩაივლის და საჭირო კონტაქტებს დაამყარებთ. რომანტიკული პაემნებიც ჰარმონიულ გარემოში ჩაივლის. შეძლებთ წარსული პრობლემების გადაჭრას და სიყვარულშიც წარმატებას მიაღწევთ.
აპრილის პირველი ათი დღე თხის რქებისთვის მოუსვენარი პერიოდია, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ოჯახურ პრობლემებთან ან საყვარელ ადამიანთან. თვის შუა პერიოდი კი შედარებით მშვიდი და ნაყოფიერია. თვის ბოლოს მოგინდებათ ახალი ემოციები, ახალი შთაბეჭდილებები, უჩვეულო შეგრძნებები, რაც სასიყვარულო სფეროსთან იქნება დაკავშირებული. არსებულ ურთიერთობაში კი შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღებაც მოგიწევთ.
აპრილში, ბუნებასთან ერთად, მერწყულის ენერგიაც იღვიძებს. მოგინდებათ მეტი კომუნიკაცია, ახლის შესწავლა. თვის შუა პერიოდი, გაცილებით პოზიტიური და ნაყოფიერია. თუ მიზანს დასახავთ, მას აუცილებლად მიაღწევთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რადგან ენერგეტიკული პოტენციალი თვის ბოლოსკენ შესუსტებას იწყებს. დიდი შანსია აპრილის თვეში უეცარი შეხვედრის და შეყვარების.
თევზების სასიცოცხლო პოტენციალი აპრილის თვეში შესუსტებას იწყებს, აქტიურობა იკლებს და ისინი დინებას წაჰყვებიან. არ ვარგა გარისკვა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, კონტრაქტზე ხელის მოწერა. თუმცა შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




