შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 11:00
კითხვა: დავიბადე 2007 წლის 15 ნოემბერს, საღამოს 9 საათსა და 37 წუთზე. რომელი პროფესია იქნება სამომავლოდ ჩემთვის წარმატებების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ოკულტური ხელოვნება, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული სამუშაო, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სამეცნიერო-ტექნიკური სფერო, საკონსტრუქტორო-საგანმანათლებლო საქმე, ფსიქოთერაპია.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 17 იანვარს, დილის 7 საათსა და 38 წუთზე. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან იქნება გამართლებული ჩემი ქორწინება?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა. მერწყულთან, მორიელთან, კუროსთან, თევზებთან და ქალწულთან.
კითხვა: დავიბადე 2003 წლის 14 აპრილს, 12 საათსა და 16 წუთზე. მაინტერესებს, რომელ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან ვიქნები ბედნიერი საქორწინო ურთიერთობაში და რომელი სპეციალობებია ჩემთვის უფრო მისაღები?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის წარმატებების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, დასვენების ინდუსტრია, სახელმწიფო აპარატის სტრუქტურაში ადმინისტრაციული საქმიანობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, საინჟინრო და ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სამეცნიერო, კვლევითი სფერო, ფსიქოთერაპია. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის კი უკეთესია კუროს, თევზების, ლომის, მერწყულის, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



