ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№9

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 13 აგვისტოს, გამთენიისას, 5 საათსა და 40 წუთზე. დროებით სამუშაოდ უცხოეთში მინდა წასვლა. თუ გამიმართლებს და კერძოდ, რომელ ქვეყანაში?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთში წასვლა დაბრკოლებებთან იქნება დაკავშირებული. თუ გამოიჩენთ ნებისყოფასა და შრომისუნარიანობას, შესაძლოა, წარმატებას მიაღწიოთ. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგია: დანია, ავსტრალია, შვეიცარია, შვედეთი, სინგაპური, მალაიზია, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 2005 წლის 10 ივნისს, დილით, დაახლოებით 8-ის ნახევარზე. რომელ პროფესიებში ელის მეტი წარმატება და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისთვის უკეთესი?

პასუხი: თქვენი დისთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენების ინდუსტრია, ოკულტიზმი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასტროლოგია, მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, უცხო ენების ცოდნა, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო ინდუსტრია. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, მისთვის მისაღები და კარგია: პორტუგალია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ტაილანდი, ისრაელი, კორეა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ფინეთი, გერმანია, იაპონია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, საბერძნეთი, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარია და თურქეთის დასავლეთი ნაწილი.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 18 მაისს, დილის 6 საათისთვის. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღებია ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთი ნაწილი, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, ნორვეგია, ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი და კუნძული მალტა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი