შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 01.05

კითხვა: დავიბადე 1972 წლის 25 იანვარს, დილის 4 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ უცხო ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება ისეთი თვისებების წინ წამოწევას, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. უნდა ისწავლოთ დამოუკიდებლად მოქმედება. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყავით მაქსიმალისტი, ერთგული, მოწესრიგებული. იმავდროულად, უნდა შეგეძლოთ ინიციატივის გამოვლენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. პატივი ეცით ტრადიციებს და იერარქიულ სისტემას. ეს თქვენი კოსმიური მისიაა და წარმატების მომტანია ცხოვრებაში. უცხოეთიდან თქვენთვის მისაღები ქვეყნებია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ინდოეთი, ბოლივია, რუსეთიდან – მხოლოდ ციმბირის მხარე, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ტიბეტი, სირია, გერმანია, ბელგია, ალბანეთი, თურქმენეთი, მაკედონია, იაპონია, ხორვატია, ესპანეთიდან – ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელარუსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან