შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 15:00 12.04

კითხვა: დავიბადე 2002 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 7 საათსა და 38 წუთზე. სურვილი მაქვს, მაგისტრატურაში სწავლა უცხოეთში განვაგრძო. გთხოვთ მიპასუხოთ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის ყველაზე კარგი ამ მიზნის განსახორციელებლად? და, ზოგადად, არის თუ არა უცხოეთი ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უცხოეთი არ არის, მაგრამ ის არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კარგია და წარმატების მომტანი: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი; პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი. ამ ქვეყნებს მიანიჭეთ უპირატესობა, რადგან წარმატებების შანსი თქვენთვის ამ ქვეყნებში გაცილებით დიდია.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 16 დეკემბერს, 13 საათსა და 55 წუთზე. ახლახან დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სამსახურში. გთხოვთ მიპასუხოთ, წარმატებული იქნება თუ არა ჩემი კარიერა ამ სფეროში და რა რჩევებს მომცემთ?
პასუხი: თქვენთვის საჭიროა აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. ასევე, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების. ამავდროულად, დემოკრატი, რომ სხვებსაც მისცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. ურთიერთობის დროს გამოავლინეთ დიპლომატია. დაეყრდენით ინტუიციას, უანგარო მეგობრულ კონტაქტებს. თუ იქნებით მეტად ორგანიზებული, შეუპოვარი, შრომისუნარიანი, მაშინ თქვენ წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს წელი, მომავალი წლისთვის მოსამზადებელი პერიოდია. შემდგომ წელს შედარებით მეტ წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, ახალ სამსახურში თქვენი ადგილი დაიმკვიდროთ, განიმტკიცოთ პოზიციები, რათა შემდგომ წელს კარიერაში წინ წაიწიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან