შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 19.12
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 14 ნოემბერს, დღის 5 საათსა და 49 წუთზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: ახლა თქვენთვის რთული პერიოდი დგას, ამიტომ იყავით ფრთხილად. თქვენი კოსმიური მისია არის, მეტი კონტაქტი გქონდეთ უცხოეთთან. ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია. უცხოეთი მოგცემთ იმ შანსებსა და შესაძლებლობებს, რაც თქვენი წინსვლისა და წარმატებებისთვის არის საჭირო. იმავდროულად, გამოავლინეთ აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივა, პასუხისმგებლობა; დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია – ეს თქვენი კოსმიური მისიაა, რისი გამოვლენითაც მეტად მიაღწევთ წარმატებებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან