ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№49

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 12.12

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე. უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას და ძალების მოსინჯვას?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი არ არის, თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: საფრანგეთი, ჩეხეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკიდან, პერუ, ავსტრია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი მხარე, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია, მონაკო, ჰავაის კუნძულები და გვატემალა. ეს ქვეყნები წამოსწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 7 მაისს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან მეტად კარგი, მისაღები და წარმატებების მომტანია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საკონსულოების და საელჩოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა