ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№48

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.12, 2024 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1971 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით, დილის 6 საათზე. რომელი ქვებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: ოპალი, ზურმუხტი, ოქროსფერი ტოპაზი, მარჯანი, მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი და ფირუზი.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 4 ნოემბერს, საღამოს 11 საათისთვის. მაინტერესებს, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჩრდილოეთ-დასავლეთი აფრიკა, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ვენეცია, ნეპალი, უზბეკეთი, არგენტინა, ბირმა, ეგვიპტე, ტიბეტი, ესპანეთი, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები და ავსტრალია.

კითხვა: ჩემი შვილი 2004 წლის 28 აგვისტოს, დღის 12 საათსა და 07 წუთზე დაიბადა. რომელი პროფესიებია მისთვის მისაღები და რომელ უცხო მხარეში გაუმართლებს მეტად?

პასუხი: უცხოეთიდან მისთვის მისაღები ქვეყნებია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, ჩრდილოეთ აფრიკა, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ჟურნალისტიკა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, მთარგმნელობითი საქმე, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო სფერო, მშენებლობა და არქიტექტურა.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2006 წლის 3 დეკემბერს, ღამის 11 საათსა და 02 წუთზე. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელი ქვა უნდა ატაროს მან ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად და რომელ პროფესიებში გაუმართლებს უფრო მეტად?

პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი და სასურველი ქვებია აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ლაზურიტი, ტოპაზი, ოპალი, მთის ბროლი, ბრილიანტი, ქარვა, ფირუზი და სერდოლიკი. პროფესიებიდან კი მეტად სასურველი და წარმატებების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, კოსმეტიკურ-პარფიუმერიული ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმე და პედაგოგიკა.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 21 იანვარს, დღის 3 საათსა და 25 წუთზე. გამიმართლებს თუ არა უცხოეთში?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთი საშუალოა. ქვეყნებიდან მისაღებია: რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, კუნძული კორსიკა, სიცილია, ავსტრია, ესპანეთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა