ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№39

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 03.10

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 20 თებერვალს, დილის 5 საათზე. გთხოვთ გვირჩიოთ, რომელ პროფესიაში მოსინჯოს ბედი, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოს?

პასუხი: მინდა, გითხრათ, რომ თქვენი გოგონასთვის აუცილებელია უცხოეთთან კონტაქტი. ეს მისი კოსმიური მისიაა. წარმატების მომტან პროფესიებს კი განეკუთვნება: პოლიტიკის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოები, საკონსულოები, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, საგადასახადო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, ოკულტიზმის ფართო სპექტრი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 10 თებერვალს, დღის 12 საათსა და 5 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ექნება წარმატებები სამომავლოდ?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები: მედიცინა – კერძოდ, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია. ასევე, საიუველირო ბიზნესი, იურისპრუდენცია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი სფერო. მის კარმულ მისიას კი წარმოადგენს ის, რომ გახდეს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეუპოვარი, მომთმენი, ასევე, უნდა გამოავლინოს ორგანიზატორული ნიჭი და უნარი, დაეყრდნოს ინტუიციას, ოპტიმიზმს, შეეძლოს საქმეში შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას და გამოცდილებას. სწორედ ეს არის მისი წარმატებების საწინდარი და ასევე, კარმულ-კოსმიური მისიის შესრულების გზა.

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 30 დეკემბერს, დილის 5 საათსა და 50 წუთზე. მინდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლა და რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი და მისაღები ქვეყნებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი – ვირჯინიის შტატი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა