ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№38

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.09

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 17 აპრილს, დილით 6 საათსა და 55 წუთზე. გთხოვთ, გვითხრათ, რომელ პროფესიებში მიაღწევს წარმატებებს მომავალში?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატების მომტანი გასართობი ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში საადმინისტრაციო საქმიანობა, საიუველირო საქმე, თუნდაც ბიზნესი, იურისპრუდენცია, არქიტექტურა, დიზაინი, სამასაჟო საქმე; მედიცინიდან: პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, არქიტექტურა, უშიშროების სფერო.

კითხვა: დავიბადე 1973 წლის 16 ნოემბერს, გამთენიისას. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას მირჩევთ, რომ ცხოვრებაში ადვილად მივაღწიო წარმატებებს?

პასუხი: თქვენთვის კარგია შემდეგი ასტროლოგიური ქვების ტარება: აქატი, ფირუზი, მალაქიტი, ოპალი, ოქროსფერი ტოპაზი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, გიშერი, მარჯანი. რაც შეეხება კარმულ მისიას, გეტყვით, რომ თქვენ უნდა გახდეთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული. ასევე, უნდა იყოთ ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი, საქმისადმი უნდა გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და სერიოზულად მიუდგეთ მას. ასევე, აუცილებელია, რომ იყოთ ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. ცხოვრებაში იმოქმედეთ პრინციპით: „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, ანუ იყავით მეტად ფრთხილი და დაფიქრებული. გახადეთ თქვენი ცხოვრება სტაბილური. ამ თვისებების გამოვლენით, თქვენ დადგებით სწორ ევოლუციურ გზაზე და შეასრულებთ თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიასაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა