შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 09:00 29.08, 2024 წელი
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 5 მაისს, დილის 8 საათსა და 35 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და განსაკუთრებულად წარმატების მომტანი?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სამეცნიერო კვლევა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი. ყველა ამ სფეროში წარმატებები გელით.
კითხვა: დავიბადე 2002 წლის 10 იანვარს ღამის 3 საათზე. რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატება?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიკა, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია. აქვე გეტყვით, რომ თქვენი კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, გირჩევთ, გქონდეთ კონტაქტები.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 15 ნოემბერს, დილის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა და მუშაობა. თუ არის უცხოეთი ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და, კერძოდ, რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ამიტომ, შეგიძლიათ, თქვენი ძალები მოსინჯოთ. თუმცა, დიდ წარმატებებს ნუ ელით. ქვეყნებიდან კი მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ვიეტნამი, ჩინეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური მხარე, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, პაკისტანი, კუნძული მალტა, იტალია, ბირმა, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ავსტრია და მონაკო.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 13 მაისს, საღამოს 8 საათსა და 45 წუთზე. სასიყვარულო ურთიერთობისთვის რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის მეტად მისაღები და რომელს მოვერიდო?
პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო სფეროში მისაღები და კარგია ურთიერთობა კუროს, თხის რქის, ქალწულის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან