ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№22

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.06

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2003 წლის 4 მარტს, ღამის პირველის ნახევარზე. რომელი სპეციალობა იქნება ჩემთვის წარმატებების მომტანი ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. ასევე, თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კავშირი. კარგია იქ გარკვეული დროით ცხოვრება, კაპიტალისა და ცოდნის დაგროვება. ამით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. პროფესიებიდან კი თქვენთვის სასურველია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, სპორტი. ეს სფეროები წამოსწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 19 ივლისს, შუადღის 4 საათზე. ვაპირებ ბიზნესის დაწყებას და გთხოვთ მითხრათ, მაქვს თუ არა წარმატებების შანსი ჩემს ქვეყანაში. და, რა სფეროში გამიმართლებს?

პასუხი: თქვენთვის კარგია საქმიანობა სამშობლოში. პროფესიებიდან კი სასურველია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ნავთობისა და სასმელების ბიზნესი, მედიცინიდან – პედიატრია, ფსიქოლოგია; ფილოსოფია, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საბავშვო ბაღების ბიზნესი, ფოტოგრაფია, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, სახანძრო სამუშაო ან ბიზნესი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული