ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№5

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.02

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2007 წლის 23 ივლისს, დილის 8 საათსა და 5 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიაში ელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი მისი მოღვაწეობა?

პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისია უკავშირდება მის ხასიათში არსებული ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევასა და განვითარებას, როგორებიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, ნებისყოფა, სისუფთავე და წესრიგი. ასევე, უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, ჰქონდეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, იყოს დემოკრატი, თავისუფალი არჩევანის უფლება სხვებსაც დაუტოვოს. ისწავლოს ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიურობა ურთიერთობაში. სადაც საჭიროა, უნდა შეძლოს სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება. უნდა დაეყრდნოს უანგარო პრინციპებს. ამით ის შეასრულებს კოსმიურ მისიას და წინ წავა ცხოვრებაში. პროფესიებიდან მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტექნიკა-მექანიკის, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის სხვადასხვა სფეროები, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, პროგრამული სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, საინჟინრო საქმიანობა. მისთვის უფრო მისაღები ეს პროფესიებია. რაც შეეხება უცხოეთს, ის მისი კოსმიური მისია ან დიდი წარმატების ფაქტორი არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან უკეთესია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუსიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, კოლუმბია, ჩილე, სამხრეთი აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ფინეთი და ახალი ზელანდია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული