შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.11

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 19 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელი პროფესიები მოუტანს წარმატებებს მომავალში? ასევე, რა უნდა გააკეთოს პრობლემების დასაძლევად?
პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა, წარმოაჩინოს დადებითი თვისებები. სხვათა შორის, კარმული მისიის შესრულება მას მისცემს საშუალებას, ადვილად დასძლიოს პრობლემები ცხოვრებაში. ის უნდა იყოს შეუპოვარი, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გადამნაწილებელი. იმავდროულად, უნდა ისწავლოს საიდუმლოს შენახვა. ჯერ ნაბიჯი გადადგას და მერე თქვას სათქმელი. უნდა ემსახუროს სამშობლოს და იყოს პატრიოტი, დაიცვას ადათ-წესები და ტრადიციები. უნდა შექმნას სტაბილური ნათესაური კავშირები. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. გამოიყენოს დიპლომატია, შეძლოს შუამავლის როლის შესრულება ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შორის. დაეყრდნოს ინტუიციასა და კომუნიკაბელობას. ამით გადალახავს ნებისმიერ პრობლემას და ადვილად მიაღწევს წარმატებებს. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატებულია და მისაღები: ხელოვნების ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ისტორია, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფოტოგრაფია, არქეოლოგია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, წარმატებები ელის სხვა პროფესიებშიც, როგორიცაა: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურიზმი, სპორტი, ქორეოგრაფია, მეცნიერება, კვლევითი სფერო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან