ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი ფერი გეხმარებათ მიზნის მიღწევაში

№45

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.11, 2021 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს საკუთარი ბედნიერების ფერი აქვს, რომელიც მას წარმატების მოზიდვაში, იღბლის გაძლიერებასა და მიზნის სწრაფად მიღწევაში ეხმარება. ამიტომ, თუ გსურთ სურვილები აგიხდეთ, თქვენი დაბადების შესაბამისი ფერი – თილისმა უნდა ატაროთ.

ასე რომ, აუცილებლად გაიგეთ, რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერების თილისმა დაბადების თარიღის მიხედვით.

ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ცეცხლის სტიქიის ტიპური ბედნიერი ფერებია წითელი, მწვანე და შავი. ამ ნიშნების წარმომადგენლებმა, სწორედ, ამ ფერებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როდესაც ტანსაცმელს ან ინტერიერის ნივთებსა და სამკაულებს ატარებენ.

ვერძი – ვერძები წითელ ფერს უნდა მოერიდონ. ის იძლევა მოტივაციას, მაგრამ ხშირად ასტიმულირებს არაკონტროლირებად ემოციებს. ეს ემოციები უმეტესად ნეგატიურია. საუკეთესო ფერი ვერძებისთვის მწვანეა. ის აწონასწორებს ნერვულ სისტემას და ეხმარება ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომ სურვილის ვიზუალიზაცია მოახდინონ და სწრაფად განახორციელონ ის ცხოვრებაში.

ლომი – ლომებს ამ სამი ფერიდან სამივე იდეალურად მიესადაგება, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რომელ ვითარებაში რომელი ფერისთვის სჯობს უპირატესობის მინიჭება. შავი შესანიშნავი არჩევანია, არასასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, წითელი ამაღლებს მათ ქარიზმასა და მომხიბვლელობას, ასევე, ხელს უწყობს ფინანსურ წარმატებებს. მწვანე კი სულიერ ჭრილობებს ახორცებს.

მშვილდოსანი – მშვილდოსნებს ნერვულ სისტემას უმყარებს მწვანისა და შავის ან წითლისა და შავის შეხამება. ბინის ინტერიერის მოსაწყობად, რეკომენდებულია მეტი მწვანისა და შავის ან მუქი ნაცრისფრის გამოყენება, რადგან ეს მათში შემოქმედებით აქტიურობას ზრდის. საქმეებში წარმატების მისაღწევად კი სასარგებლო იქნება ტანსაცმელში წითელი ტონების შეტანა.

მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა

მიწის სტიქიის წარმომადგენლები ყველაზე ნაკლებად განიცდიან ფერის გავლენას ფსიქიკასა და წარმატებაზე. ამიტომ, უმჯობესია, ძლიერ ფერებს მიანიჭონ უპირატესობა.

კურო – საუკეთესო ფერი ლურჯია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც, სანამ რამე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, რამდენჯერმე ფიქრობენ. ლურჯი, ამძაფრებს ინტუიციას, ეხმარება მათ სწრაფად და ეფექტურად ფიქრში. ამას დადებითი ეფექტი მოაქვს ფინანსურ და ასევე, სხვა ნებისმიერ სფეროში.

ქალწული – საუკეთესო ფერი-თილისმაა თეთრი. ის მათ ეხმარება კოლეგებთან, პარტნიორებთან და ზოგადად, გარშემო მყოფებთან სწორად ურთიერთობებში. ეს კი, თავის მხრივ, სანუკვარი ოცნებების რეალიზებაში გადამწყვეტი მომენტი ხდება.

თხის რქა – საუკეთესო ფერია წითელი. ის მათ ეხმარება ფიზიკურ და ემოციურ უძრაობასთან ბრძოლაში. წარმატება მოაქვს წითელი ტონების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას, ამ ნიშნის წარმომადგენლებს სითამამეს სძენს.

ჰაერის სტიქია: ტყუპები, სასწორი, მერწყული

ჰაერის ნიშნების წარმომადგენლები ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათთვის, წარმატება მოაქვს ისეთ ფერებს, რომლებიც ხელს უწყობს მათი უნიკალურობის გამოვლენას.

ტყუპები – წარმატება მოაქვს რბილ პასტელის ფერებს, მოცისფრო, მოვარდისფრო და მონარინჯისფრო ტონებს. ყველა მათგანი აუმჯობესებს კრეატიულ აზროვნებას. ცისფერი განასახიერებს ცას – მათ სტიქიას. ვარდისფერს წარმატება მოაქვს რთულ ვითარებებში, ნარინჯისფერი კი განწყობას ამაღლებს.

სასწორი – სურვილის ასრულებაზე ძირითადი დატვირთვა კაშკაშა ყვითელს აქვს, რომელიც მათ ვიზუალიზაციაში ეხმარება. ის საუკეთესო „შუამავალია” აზრებსა და რეალობას შორის. ფინანსურ საკითხებში მათ ეხმარება იისფერი, რადგან ის მეექვსე გრძნობას ამძაფრებს.

მერწყული – მერწყულები, ფინანსურ წარმატებებს ნარინჯისფერისა და ლურჯი ტონებისთვის უპირატესობით მიაღწევენ. ნარინჯისფერი ამაღლებს კრეატიულობას, ხოლო ლურჯი ხელს უწყობს აზროვნებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ამახვილებს ყურადღებას. ამ ფერებს, ცუდი აზრების განდევნაც შეუძლიათ.

წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე ტონები. ისინი, ერთნაირად სასარგებლოა ამ ადამიანებისთვის. ამასთან, მათ შეუძლიათ ეს ფერები გამოიყენონ როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან შეხამებით.

კირჩხიბი – განწყობაზე კარგად მოქმედებს, ნაცრისფერი და ლურჯი ტონების შეხამება. ლურჯი, ასევე, ეხმარება ფულთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ნაცრისფერი კი წმენდს გონებას ნეგატიური აზრებისგან.

მორიელი – მორიელებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა ლურჯისა და მწვანის შეხამება. ის მათ ეხმარება ნეგატიურ აზრებთან ბრძოლაში, რომლებიც მათ ცნობიერების გაწმენდაში აბრკოლებს.

თევზები – წარმატება ელოდება იმ თევზებს, რომლებიც ხშირად ატარებენ ნაცრისფერს, მუქ ლურჯსა და მუქ მწვანე ფერებს. ხანდახან, შეიძლება მათი თეთრი ფერით გამრავალფეროვნება, რაც აამაღლებს კომუნიკაციის უნარებს და მათ ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებაში დაეხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი