ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი ოთახის მცენარე დაგიცავთ დაავადებებისა და უბედურებისგან

№8

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 28.02

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ბევრ ადამიანს ინტერიერის გალამაზების მიზნით, სახლში ოთახის მცენარეები აქვს. თუმცა, არ იციან, რომ ესა თუ ის მცენარე, იმის გათვალისწინებით, მისი უშუალო პატრონი კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნის მფლობელია, განსაკუთრებული ენერგეტიკის წყაროცაა.

ოთახის ყვავილები, სასიამოვნო არომატისა და დადებითი ემოციების მიუხედავად, შეიძლება, ნეგატიურ ენერგიას გამოსცემდეს. ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ არა მარტო ქოთნის, არამედ ის ყვავილებიც, რომლებსაც წყლით სავსე ლარნაკში ათავსებთ და ოთახს ალამაზებთ. იმის გარკვევა კი, რომელია თქვენთვის შესაფერისი და სასარგებლო ყვავილები არც ისე რთულია. ოთახის მწვანე ბინადრის შერჩევისას, უბრალოდ, საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებიც გაითვალისწინეთ.

ცეცხლის ნიშნები – ლომი, ვერძი, მშვილდოსანი

უპირატესობა მიანიჭეთ კალანჰოეს, ალოეს, ბეგონიას ან მირტს. ეს მცენარეები დიდი ოდენობით გამოყოფენ ჟანგბადს, რაც ცეცხლის სტიქიის ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცეცხლი კი, ჟანგბადის გარეშე ვერ მოახერხებს გაღვივებას. გარდა ამისა, ეს მცენარეები დაგიცავთ ავი თვალისგან, დაავადებებისგან და გაუთვალისწინებელი ცუდი შედეგებისგან.

მიწის სტიქია – კურო, ქალწული, თხის რქა

ამ სტიქიის და ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის საუკეთესო „მწვანე მეგობრებად“ ქრიზანთემა, ქოთნის ვარდი, ლიმონის ან მანდარინის ჯუჯა ხეები მიიჩნევა. ეს მცენარეები პოზიტიურ ენერგიას გამოყოფენ, გარდა ამისა, მათი სურნელი დადებითად მოქმედებს მიწის სტიქიით დაბადებულებზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები ზოგადად ყნოსვითი აღქმის უზადო უნარით არიან დაჯილდოებულნი.

ჰაერის სტიქია – ტყუპები, სასწორი, მერწყული

გირჩევთ, სახლში ქოთნის ია, ფულის ხე ან ციკლამენი, იგივე ქოთნის ყოჩივარდა, გაახაროთ. ეს მცენარეები შესანიშნავად აბალანსებენ ჰაერის ნიშნით დაბადებული ადამიანების თვისებას, ყველაფერი მალე მოიბეზრონ და სწრაფად მიღებულ შედეგზე იყვნენ ორიენტირებული.

წყლის სტიქია – კირჩხიბი, თევზები, მორიელი

უარყოფითი ენერგიისგან თავდასაცავად წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აუცილებლად ესაჭიროებათ ქლოროფიტუმი, ფიკუსი და არმა. ამ მცენარეებს განსაკუთრებით სენსიტიური ენერგოველი გააჩნიათ. შესაბამისად, წყლის სტიქიის ადამიანებს მათთან კომუნიკაცია არ გაუჭირდებათ და საყვარელი მცენარისგან მარტივად მიიღებენ დადებითი ენერგიის საჭირო დოზას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული