რომელ ადამიანთან ურთიერთობა იწვევს აურის დარღვევას და რა გავლენას ახდენს საშიშ აურაში მოხვედრა
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00

ჩვენს აურასა და ენერგეტიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს კონკრეტული ადამიანის გვერდით ყოფნა. მათ შეუძლიათ, თქვენს ბედში ცვლილებები შეიტანონ. კერძოდ, სხვადასხვა წელიწადში დაბადებული ადამიანები, შინაგანი ბუნებითა და ნიშან-თვისებებით, აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუ ადამიანის დაბადების წელი იცით, მაშინ ეს დაგეხმარებათ, როგორ გადალახოთ პრობლემები მასთან ურთიერთობისას, ასევე, როგორ გაიიოლოთ ურთიერთობა, როგორც პირად, ასევე, სასიყვარულო და პროფესიული თვალსაზრისით და არც საკუთარი ბედი და აურა დააზიანოთ.
* ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები დაბალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. სასიყვარულო და ოჯახურ თანაცხოვრებაში მათგან თანაგრძნობას ნუ ელით. გადაწყვეტილებების მიღებისას მათი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. თუ მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გინდათ ან საქმიანი კონტაქტის დამყარებას აპირებთ, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, რომ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს აარიდოთ თავი;
* გველის, ცხენისა და თხის წლებში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. დამყოლები არიან და მათი გულის მოლბობაც ადვილად შეგიძლიათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ წლებში დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ ძალადობასა და მითითებებს;
* მაიმუნის, მამლისა და ძაღლის წლებში დაბადებულები ძლიერი ბუნების არიან. ვერ იტანენ, როცა მათ აზრს უგულებელყოფენ და არ უსმენენ. დაუგდეთ ყური, დაფიქრდით და რჩევა ისე მიაწოდეთ, რომ არ აწყენინოთ;
* ვეფხვის, კატისა და დრაკონის წლებში დაბადებულების გვერდით თავს ენერგეტიკულად მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. კარგი მეოჯახეები და ერთგული პარტნიორები არიან. ერიდებიან კამათს. მათ აზრს ყოველთვის გაუწიეთ ანგარიში, რადგან ინტუიციურ დონეზე ზუსტად მოქმედებენ.
ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ენერგეტიკულად უარყოფით ზონები, ანუ არასასიამოვნო ადგილები, სადაც საშიში აურაა, ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ბედ-იღბალზე და წარუმატებლობას იწვევს. თუ კონკრეტულ გარემოში აზრების მობილიზებას ვერ ახდენთ, გაწუხებთ აკვიატებული ფიქრები, გტანჯავთ უძილობა და შიშები, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება. ასევე, როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და საკუთარ თავში ჩაკეტვა გინდათ, სწორედ, ამ დროს დგას ის პერიოდი, როცა თქვენი ქვეცნობიერი მძაფრდება და მიგანიშნებთ – რაღაც რიგზე ვერ არის. ცუდი განწყობა, უარყოფითი აზრები, წარუმატებლობაზე ფიქრი კოსმოსის სამყაროში იგზავნება და ადამიანს უკან უბრუნდება. გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და სწორედ მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გრძნობები გაქვთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან